სამზარეულოს ავეჯის დამზადება

ავეჯის დამზადება

მოძენბე შენი ოცნების სამზარეულოს ან სხვა ავეჯის დიზაინი ჩვენთან

Dragon Wood - მა სპეციალურად თქვენთვის შეაგროვა ინტერნეტ სივრციდან, მოთხოვნადი და თანამდეროვე სამზარეულოს ფოტოები. ახლა უკვე აღარ მოგიწევთ ინტერნეტში სხვადასხვა ვებ - გვერდებზე სამზარეულოს და სხვა ავეჯის სურათების ძენბა. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოდ ჩვენი ფოტო კატალოგით ერთ სივრცეში.

73 items found

Blog Posts (3)

  • როცა ხარისხი დეტალებშია!

    როდის არის კმაყოფილი მომხმარებელი? - როდესაც საუკეთესო ხარისხს იღებს მისაღებ ფასად. ის მცირე ჩამონათვალი რაც მოქმედებს შესრულების ხარისხზე: 1) მასალის სახეობა 2) სწორად ჩატარებული აზომვითი სამუშაოები. 3) ხელსაწყოების ნაირსახეობა და ხარისხი. 4) დამკვეთთან სწორი მიდგომა. 5) 3D პროექტირება. 6) ყველა დეტალის გათვლა და დამკვეთთან შეთანხმება. 7) დამკვეთი სრულიად უნდა ხვდებოდეს რა შედეგს მიიღებს. 8) სწორი მიდგომით ავეჯის დეტალების აწყობა სახრახნისით. 9) შეერთებული დეტალები არ უნდა სცდებოდეს ერთმანეთს. 10) დეტალების დაწიბოვება იქაც კი! სადაც დამკვეთი ვერ დაინახავს. 11) მექანიზმების სწორი რაოდენობით და მოდელებით გამოყენება. 12) 1 ცალ ასახდელ კარზე 2 ამწევი დგუშის დაყენებაა საჭირო რომ თანაბრად მუშაობდეს მექანიზმი. ასევე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც. 13) შესრულებისას სისუფთავე უნდა იყოს დაცული. 14) მონტაჟის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული დამკვეთის კომფორტი. 15) შესრულებული სამუშაო ადამიანს სიმშვიდის, უსაფრთხოების და სრულყოფილების გრძნობას უნდა უჩენდეს. 16) დროულად შესრულებული შეკვეთა, პროფესიონალიზმის ერთ ერთი მანიშნებელია. ყურადღება! ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები, ფოტო და ვიდეო მასალა არის Dragon Wood-ის ინტელექტუალური საკუთრება. აღნიშნული დაცულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება. დასაშვებია მხოლოდ პოსტების და ბმულების გაზიარება მეგობრებისთვის სოციალურ ქსელებში. პატივისცემით, Dragon Wood-ის ადმინისტრაცია.

  • საავეჯე მასალის სახეობები

    თანამედროვე ავეჯის მასალები საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ მათ თავისებურებებში გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია. ავეჯის წარმოების ძირითად მასალას მერქნის ფილების სხვადასხვა სახეობები წარმოადგენს. მერქან-ბურბუშელოვანი ფილა ("დსპ") მერქან ბურბუშელოვანი ფილა (დსპ) მზადდება მერქნის ნახერხისა და ბურბუშელასგან, რომელიც ცხელი დაპრესვის მეთოდითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, სპეციალური შემაკავშირებელი ნივთიერებით ფორმალდეგიდის ფისით. დადებითი თვისებები: 1. სიმტკიცე, სიმსუბუქე და სწრაფად აწყობის შესაძლებლობა. 2. ფერებისა და ფაქტურის ფართო არჩევანი, ნატურალური ხის ფაქტურის იმიტაცია. 3. მექანიკური და თერმული ზემოქმედებისადმი მაღალი გამძლეობა(ნაკლებად ზიანდება დარტყმის ან სხვა დატვირთვის შემთხვევაში და მისი ზედაპირი ამტანია ცხელი ჩაიდნისა, ტაფის და ა.შ მიმართ) 4. წყლის მიმართ გამძლეობა. 5. დაბალი ფასი. უარყოფითი თვისებები: 1. ”დსპ”-ს ძირითადი უარყოფითი თვისება არის მის შემადგენლობაში ფორმალდეგიდის ფისის არსებობა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხის ნაწილაკებს. ”დსპ” ჰაერში გამოყოფს ფორმალდეგიდის განსაზღვრულ რაოდენობას, ხოლო მისი დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში, ტოქსიკურობის გამო იგი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა საერთაშორისო სტანდარტებით ტოქსიკურობის მაჩვენებლის მიხედვით იწარმოება ორი სახის ”დსპ”- E1 და E2 კლასი. E1 კლასის ”დსპ” გამოირჩევა მაღალი ეკოლოგიური სისუფთავით, მასში ფორმალდეგიდის ემისიის შემადგენლობა თითქმის ნულის ტოლია, მაშინ როცა მაგალითად E2 კლასის ”დსპ”-ეს გამოყენება აკრძალულია საბავშვო ავეჯის წარმოებაში. ამიტომ, თუ ”დსპ”-ეს შეძენა გადაწყვიტეთ, აუცილებლად მოითხოვეთ სერთიფიკატი ან სხვა დოკუმენტაცია, რათა დარწმუნდეთ, რომ მასალა სწორედ E1 ემისიის კლასისაა. 2. მისი მინუსია ასევე ის, რომ სიმტკიცის გამო ვერ ხერხდება მისი ფაქიზი დამუშავება (ღრმა ფიგურული ფრეზირება, ყველა შესაძლო ფიგურული დეტალების დამზადება). ძირითადი ტიპები ”დსპ”, მთელი რიგი მახასიათებლებით გამოირჩევა. ამ თვისებებში შედის გამობერვის მაჩვენებელი, სიმტკიცის, დრეკადობისა, დაბრეცვისა და ხორკლიანობის მაჩვენებლები. ძირითადად გამოირჩევა ორი მარკა - P-A და P-B. უკეთესი ხარისხით და ფიზიკო-მექანიკური თვისებებით გამოირჩევა მარკა P-A. ამის გარდა აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ტექნოლოგია იქნა გამოყენებული ”დსპ”-ს მოპირკეთების დროს. ავეჯის წარმოებაში მოპირკეთება ნიშნავს მასალაზე ავეჯის მოსაპირკეთებელი თხელი ფენის (სხვადასხვა ფერის ხის სტრუქტურიანი, ან ერთფეროვანი) მიწებებას (გადაკვრას). არსებობს მოპირკეთების ორი ძირითადი ხერხი: 1. დაწებების მეთოდი როცა ”დსპ”-ზე თხელ, სპეციალურ ფენას სპეციალური წებოს საშუალებით აწებებენ. 2. ლამინირების მეთოდი (”ლდსპ”-ლამინირებული ”დსპ”) - როცა ”დსპ”-სთან ამ ფენის შერწყმა პრესისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება (წებოს გამოყენების გარეშე). ორივე მეთოდით დამზადებული ”დსპ” ვიზუალური თვალსაზრისით (და ფასითაც) თითქმის ერთნაირია, თუმცა ლამინირებული ”დსპ” გამძლეობით გაცილებით უკეთესია, რადგან წებოს საშუალებით დამზადებული ”დსპ” კუთხეებში და კიდეებზე იწყებს აშრევებას (აფურცქვნას). მერქან-ბოჭკოვანი ფილა ("დვპ") ეს მეორე სახის მერქნის ფილაა, რომელიც გამოიყენება ავეჯის წარმოებაში. ”დვპ” - ფურცლოვანი მასალაა, რომელიც მიიღება მერქნის ბოჭკოების მასის ცხელი დაპრესვის შედეგად. თვითონ ეს ბოჭკოები მიიღება მერქნის ნედლეულის ნაფქვავის ორთქლში გატარების გზით. ხოლო ნედლეულად გამოიყენება ნახერხი და სხვა ხის დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები. იმისათვის რომ გაუმჯობესდეს მასალის საექსპლუატაციო თვისებები, ნედლეულს უმატებენ გამამტკიცებელ მასალებს (სინთეტიკურ ფისსა და პარაფინს). ჩვეულებრივ, ”დვპ”-სგან ამზადებენ კარადის, ტუმბოების, საწოლების კედლებს, გამოსაწევი უჯრებისა და დივნების ფსკერს. დადებითი თვისებები: 1. ეკოლოგიურობა 2. მაღალი გამძლეობა 3. დაბალი ფასი უარყოფითი თვისებები: 1. ”დვპ”-ს მთავარი უარყოფითი თვისება მხოლოდ მისი გამოყენების მცირე სპექტრშია. მისი დამზადების ტექნოლოგია არ იძლევა ”დვპ”-ეს უფრო სქელი ფილის დამზადების საშუალებას, ამიტომ მისგან სრულფასოვანი ავეჯის კომპლექტის დამზადება შეუძლებელია. თუმცა თავის საქმეში ”დვპ” პრაქტიკულად შეუცვლელია. 2. არც თუ ისე მიმზიდველი იერი (თუმცა ის ძირითადად ისეთ ადგილებში გამოიყენება სადაც არ ჩანს, ან ნაკლებად ჩანს. მერქნის მცირე დისპერსიული ფრაქცია (მდფ") ”მდფ” უფრო ეკოლოგიური და პროგრესირებული მასალაა ვიდრე ”დსპ” და ”დვპ”. მისი ფილა მზადდება მერქნის ძალიან წვრილი ნახერხისაგან (ნაქლიბისაგან). დამზადების პროცესში მერქნის ნაწილაკების ერთმანეთთან შეკავშირება ლიგნინისა და პარაფინის საშუალებით ხდება. ”მდფ” ძალიან ეკოლოგიური მასალაა, რომელიც ექვემდებარება ყველაზე ფაქიზ დამუშავებას, ამის გამო მასალა ფართოდ გამოიყენება კარადის ფასადების, მაგიდების, საწოლის შესანიშნავი საზურგეების, სამზარეულოს კარადების და ა.შ დასამზადებლად. მასზე მუშაობა უფრო მარტივია, რადგან უფრო დრეკადია, კარგად კეთდება ფრეზირება იძლევა საშუალებას გაკეთდეს მოღუნული, ნახევრადმრგვალი ფასადები. ავეჯის თანამედროვე დიზაინში, "მდფ" - ზე ეკვრება პოლივინიქლორიდი - თერმოპლასტიური ფირი, რომელიც გარდა იმისა, რომ იცავს მასალას ნესტისგან, ორთქლისგან და სხვადასხვა სარეცხი საშუალებებისგან, ძალიან ლამაზია, გლუვია, პრიალა და ფერადი (შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი ფერი). ”მდფ” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა ევროპაში, დადებითი თვისებები: 1. ეკოლოგიურობა 2. სიმსუბუქე და ფაქიზი დამუშავების შესაძლებლობა.(ამიტომ იგი თანამედროვე დიზაინერების საყვარელი საფასადე მასალაა) 2. ფლობს ხის ძირითად დადებით თვისებებს და ძლებს უფრო დიდხანს. უარყოფითი თვისებები: 1. ადვილად ზიანდება მექანიკური ზემოქმედების შედეგად. 2. ვერ იტანს ნესტსა და მაღალ ტენიანობას 3. შედარებით მაღალი ფასი. შპონი გერმანული სიტყვაა (Span) შპანი, იგი წარმოადგენს თხელ ფურცლოვან მასალას, რომელიც მიიღება მთლიანი მერქნის ათლის შედეგად. "შპონი" ძირითადად გამოიყენება როგორც მოსაპირკეთებელი მასალა, ან კიდევ ფანერის დასამზადებლად. აზრი იმის შესახებ, რომ შპონი ნატურალური ხის მასალაა, თითქმის სიმართლეა, მაგრამ გადაჭარბებული, რადგან შპონირების პროცესი ითვალისწინებს ავეჯის მასალის ფილაზე (ძირითადად ”მდფ”-ზე) შპონის მასალის დაწებებას, ხოლ შემდგომ მის გალაქვას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შპონი შეიძლება დამზადებული იყოს სხვადასხვა სახის ძვირფასი მერქნისგან, რაც მის ვიზუალურ სახეს მიმზიდველს და ორიგინალურს ხდის. დადებითი თვისებები: 1. მერქნის სახეობების, ტექსტურისა და ფერის ძალიან დიდი არჩევანი. 2. რთული გეომეტრიული ფორმის დეტალების დამზადება და ინკრუსტრაცია(მოპირკეთების) შესაძლებლობა. 3. შპონით მოპირკეთებული მასალა ”ცოცხალი”, ”თბილი” და ექსკლუზიურია. 4. ძალიან გამძლეა და ადვილად ექვემდებარება რემონტს. უარყოფითი თვისებები: 1. კაპრიზულია მოვლის მიმართ; 2. იმის მიხედვით, თუ რა მასალისგანაა დამზადებული, შეიძლება შეიცვალოს მექანიკური თვისებები, ფერი და ტექსტურა; 3. მაღალი ფასი; მინა და სარკე უსაფრთხოების დონის და შესაბამისად ფასის მიხედვით მინა და სარკე შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად- ჩვეულებრივი და უსაფრთხო. ჩვეულებრივი მინა და სარკე რა თქმა უნდა გამოიყენება ავეჯის წარმოებაში, მაგრამ არ ღირს მათი კარადებში და სხვა სახის ავეჯში გამოყენება, რადგან იგი ძალიან მყიფეა და ადვილად შეიძლება გატყდეს, ამან კი საფრთხეც კი შეგიქმნათ. უსაფრთხო მინა და სარკე კი სპეციალურად ავეჯისთვისაა გათვლილი, გაცილებით უსაფრთხო და ხარისხიანია. დადებითი თვისებები 1. მინას მრავალფეროვნების შეტანა შეუძლია ინტერიერში, 2. სარკეს ვიზუალურად ზრდის ოთახის სივრცეს. უფრო ნათელს ხდის შენობას. უარყოფითი თვისებები 1. მინისა და სარკის მინუსი მათი სიმყიფე 2. სხვა მასალებთან შედარებით საკმაოდ მაღალი ფასია. მეტალი ზოგიერთი მონაცემებით, სწორედ მეტალი დაიკავებს ლიდერის პოზიციებს ავეჯის მასალების წარმოების ბაზარზე. თუმცა დღესდღეობით მეტალი, როგორც ავეჯის მასალა არც ისე ხშირად გვხვდება. ძირითადად იგი გვხვდება დასაკეც-გასაშლელი მექანიზმების, მოძრავი ელემენტებისა და ფურნიტურის სახით(სახელურები, საკეტები, ანჯამა). მეტალის ძირითად მტრად ყოველთვის ითვლებოდა და ეხლაც ითვლება კოროზია, ძირითადად იგი ფოლადს ემუქრება. ამის თავიდან აცილება შეიძლება ანტიკოროზიული დამუშავებით ან ქრომირებით. ფოლადის შეცვლა შეიძლება ტიტანით ან ალუმინით. თუმცა ტიტანი ძალიან ძვირია, ამიტომ ალუმინი სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ავეჯის წარმოებაში თავისი სიმსუბუქის, კარგი გარეგნული სახის, ანტიკოროზიული თვისებებისა და დაბალი ფასის გამო. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ნიკელი, რომელიც შესანიშნავი მასალაა როგორც ვიზუალური, ასევე მექანიკური თვისებების გამო. დადებითი თვისებები: 1. შესანიშნავი გარეგნული სახე 2. ერგონომიულობა 3. სიმსუბუქე. უარყოფითი თვისებები : 1. კოროზიის საფრთხე, რომელიც მეტალის ნომერი პირველი პრობლემაა. 2. საკმაოდ მაღალი ფასი. სინთეტიკური მასალები სინთეტიკური მასალების არჩევანი ძალიან ფართოა განვიხილოთ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული მასალები: მოსაპირკეთებელი პლასტმასი - ფურცლოვანი ან რულონის ფორმის მასალა, რითაც ფუთავენ ავეჯის ფასადს. აბსოლუტურად გლუვი ზედაპირის დასაფარადაც კი საჭიროა ისეთი პლასტიკური მასალა რომელიც დრეკადია, რბილი და ადვილად იღებს საჭირო ფორმას, შემდეგ კი მაგრდება და ინარჩუნებს გამძლეობას. ასეთ უნარს ფლობს ეგრეთწოდებული პოსტფორმირებული პლასტიკები, რომელიც მიიღება რამდენიმე ფენა სინთეტიკური ფისისა და ქაღალდის ფენების დაპრესვით. ბოლო დროს უპირატესობა ენიჭება აკრილის ფისის ფუძეზე დამზადებულ მასალებს. ხელოვნური ქვა - ცეცხლგამძლე მინერალის,აკრილის ფისისა და პიგმენტებისგან შემდგარი კომპოზიტია. ვიზუალური ეფექტით ხელოვნური ქვა არ ჩამოუვარდება ბუნებრივს. ამას გარდა ის განთავისუფლებულია ნატურალური ქვის უარყოფითი თვისებებისაგან. ხელოვნური ქვა ბუნებრივზე გაცილებით მსუბუქია, ის იოლად არ ტყდება და არც იკაწრება. მარტივად მუშავდება, ჰიგიენურია და ადვილად ექვემდებარება რესტავრაციას. სპეციალური წებოს მეშვეობით ნაკაწრები ჩვეულებრივი ქაღალდით პრიალდება. რაც შეეხება ეკოლოგიურობას, აქაც ყველაფერი რიგზეა, აკრილის ფისი და ნატურალური მინერალები აბსოლიტურად უვნებელია. დადებითი თვისებები: 1. პლასტმასით ან ხელოვნური ქვით მოპირკეთებული ავეჯი ექსპლუატაციას კარგად უძლებს მრავალი წლის მანძილზე, 2. არაჩვეულებრივი ვიზუალური სახე. უარყოფითი თვისებები: 1. არ არის მასიური და ნაკლებად ხელმისაწვდომია. 2. საკმაოდ მაღალი ფასი.

  • ავეჯის დამზადება რა მასალით ხდება? გაიგე აქ!!

    მასალები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ავეჯის ასაწყობად, დღესდღეობით იმდენად მრავალფე-როვანია, რომ მათი შერჩევა საკმაოდ რთულია, თუ ამ პროფესიით არ არის დაკავებული ადამიანი. თითოეულმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს რისგან მზადდება მის მიერ შეკვეთილი სამზარეულო, კარადა, საწოლი და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ პატარა ინფორმატიულ სტატიას, რათა შეგექმნათ მცირედი წარმოდგენა მაინც არსებულის შესახებ. შევთანხმდეთ, რომ ყველა მომხმარებელი ეძებს ავეჯს ხანგრძლივი ექსპლოატაციისთვის, ხარისხიანს, ეკოლოგიურად ჯანსაღს და ამასთანავე მისაღებ ფასად. რათქმაუნდა მასიური ხისგან დამზადებული ავეჯი გაცილებით მყარია და ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ მისი მაღალი ფასის გამო ხშირად გვიწევს ალტერნატიული მასალის ძიება, რომელიც ფერით და ფაქტურით დიდად არ ჩამოუვარდება ხეს და ამასთანავე მისი ფასი უფრო ხელმისაწვდომია უმრავლესობისთვის. ავეჯის მასალების ძირითადი ტიპები: 1. მერქან ბურბუშელოვანი ფილა ე.წ. დსპ (DSP), რომელიც მზადდება ფისით გაჟღენთილი და დაპრესილი მერქანის ნახერხისა და ბურბუშელისაგან. ბაზარზე არსებობს ორი სახეობის დსპ: E1 და E2 კლასის. მას აქვს დაბალი ფასი, მსუბუქი წონა და გამძლეობა, რამაც ეს მასალა სამზარეულოსა და ზოგადად სახლის ავეჯისთვის ძალიან პოპულარული გახადა. ამ მასალის მინუსი არის მისი შემადგენლობა, კერძოდ დსპ დამზადებისას გამოყენებული ფორმალდეჰიდის ფისი, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ, E2 კლასის ფილები აკრძალულია საბავშვო ავეჯის წარმოებისთვის. E1 კლასის პროდუქტები მომხმარებლისთვის უსაფრთხდ ითვლება, მათში ყველა მავნე კომპონენტი მინიმუმამდეა დაყვანილი. 2. ლამინირებული დსპ -(DSP) ეს არის იგივე ფილები, რომელსაც დაკრული აქვს სპეციალური საფარი სხადასხვა ფერის, ნახატის და ფაქტურის იმიტაციით. ასეთი მასალა უფრო მდგრადია გარე ზემოქმედების , ტემპერატურის და მექანიკური დაზიანების მიმართ. ნაკლოვანებები - იგივე ფორმალდეჰიდის მავნე ფისების არსებობა და მასალის მყარი სტრუქტურის გამო მის დამუშავების დროს არაპლასტიურობა. 3. დვპ (DVP)- მერქნის ბოჭკოების ცხელი დაპრესვის მეთოდით მიღებული მასალაა. მის შემადგენლობასი შედის აგრეთვე პოლიმერები, წყალი, ცელულოზა და სხვადასხვა დანამატები. დვპ გამოყენების არეალი საკმაოდ მცირეა, ძირითადად უჯრების ფსკერებზე და ავეჯის ზურგის მასალად გამოიყენება. მისი ფასი საკმაოდ დაბალია, რაც ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის. 4. მდფ-ის (MDF) ფილა ხის ბოჭკოების მშრალი გზით შეკუმშვის შედეგად მზადდება. შემაერთებელი კომპონენტი მასალის წარმოებაში არის შარდოვანი ფისები. მდფ გამოირჩევა მაღალი ეკოლოგიური თვისებებით , ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდირებულია სხვადასხვა სახის ავეჯის დასამზადებლად. მასზე მუშაობა უფრო მარტივია და მასალის დრეკადობის გამო ადვილად იფრეზება. ავეჯის თანამედროვე დიზაინში, მდფ (MDF) - ზე ეკვრება პოლივინიქლორიდი (პვს, PVC)- თერმოპლასტიური ფირი, რომელიც გარდა იმისა, რომ იცავს მასალას ნესტისგან, ორთქლისგან და სხვადასხვა სარეცხი საშუალებებისგან, ძალიან ლამაზია, გლუვია, პრიალა და ფერადი (გააჩნია ფერთა ფართო არჩევანი). MDF– ის კიდევ ერთი უპირატესობა - წარმოების დროს, მავნე კომპონენტების გამოყენება რამდენჯერმე შემცირებულია, იზრდება გარემოსდაცვითი მაჩვენებელი. გარეგნულად მისი დამუშავების მაღალი ხარისხი ბევრად არ ჩამოუვარდება მასიურ ხის ვიზუალს და თვისებებს. მასალა (MDF) წყალგაუმტარი და გამძლეა. მის ნაკლოვანებებს მოიცავს მაღალი ფასი და ადვილად აალებადი ფაქტურა. ასევე, MDF პროდუქტები არ ექვემდებარება აღდგენას, აუცილებელია დაზიანებული ნაწილების გამოცვლა. 5. ფანერა კონსტრუქციული, მრავალფენიანი, ქარხნული წესით დამზადებული ფურცლოვანი საშენი მასალაა. შედგება კენტი რაოდენობის შპონების თხელი ფენებისაგან. შპონები მზადდება არყის ხის ან სხვა წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან. ეს არის საკმაოდ სუფთა და უვნებელი მასალა, ადვილად დამუშავებადი და დაბალი ღირებულების მქონე. 6. შპონი - მერქნის (ბუნებრივი) ან სხვა მასალის (სინთეზური) თხელი ფირფიტები. ხასიათდება ლამაზი ტექსტურით. გამოიყენება სამზარეულოს, კარადის მაგიდის საწოლის და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობების წარმოებაში საფასადე მასალად. ამ მასალისგან მიღებულ პროდუქტებს აქვთ მაღალი დონის ესთეტიკა და შესანიშნავი შესრულების მახასიათებლები, ამიტომ ის ყველაზე პოპულარულია ავეჯის მწარმოებლებს შორის. მას აქვს მიმზიდველი გარეგნობა, ასევე პრაქტიკულია და გამძლეა. მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ტენისადმი არამედეგია, ამიტომ შეეცადეთ თავიდან აიცილოთ დაშპონილი ნაწილის დასველებისაგან. დროულად გაწმინდეთ დაღვრილი წყალი ავეჯის ზედაპირიდან, შედეგად კი თქვენი ავეჯი მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს იდეალურ გარეგნობას და ფუნქციას. 7. სამზარეულოს ზედაპირი ე.წ. „სტალეშნიცა“ რამდენიმე სახეობის მასალისგან შეიძლება დაამზადოთ. მათ შორის არის: ე.წ. "ლამინატი" (მერქანბურბუშელოვან ფილაზე გადაკრული პლასტმასნარევი მასალა), ბუნებრივი ქვა, ნახევრადბუნებრივი ქვა და პლასტმასის შემცველი თანამედროვე მასალები. სამზარეულოს ზედაპირისთვის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მასალაა ე.წ. "ლამინატი". მათი არჩევანი ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია. ასეთი ზედაპირი უძლეს როგორც ცხელ, ასევე ცივ ზემოქმედებას.სამზარეულოს ზედაპირისთვის ხშირად იყენებენ ბუნებრივ ქვებს, როგორიცაა მარმარილო, გრანიტი და ონიქსი. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მარმარილოსა და ონიქსის გამოყენება უკეთესია ბარის მაგიდის და არა სამზარეულოს ზედაპირისთვის. ბუნებრივი ქვებიდან სამზარეულოს ზედაპირისთვის იდეალურია გრანიტი. შესაძლებელია მისი ამოჭრა და ნიჟარის ჩადგმა. ყოველდღიურ მოხმარებაში ძალიან პრაქტიკულია, ადვილად არ იკაწრება და არ ლაქავდ მაგრამ სამზარეულოს ზედაპირისთვის ბუნებრივ ქვაზე უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი ნახევრადბუნებრივი ქვაა. ასეთია კვარცი, რომელიც გრანიტისგან განსხვავებით, არ იკაწრება და არც გრძელვანიადი მოხმარების პერიოდში ლაქავდება. კვარცი ანტიბაქტერიული თვისებებითაც გამოირჩევა. მას იმდენად ვიწრო ფორები აქვს, რომ ბაქტერიები არ ჯდება. შესაბამისად, ის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვაა. კვარცი კარგად უძლებს სინესტესაც. სამზარეულოს ზედაპირისთვის ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყეებენ პლასტმასის შემცვლელ თანამედროვე მასალებსაც, რომლებიც ტექნოლოგიური დამუშავების შედეგად ფორმას იცვლის. ფორმის ცვლილება შესაძლებელი ხდება პლასტმასნარევი მასის გაცხელების შედეგად. ვიმედოვნებთ, რომ Dragon Wood -ის მიერ მოპოვებული მასალა თქვენთვის საინტერესო და ინფორმატიული იქნება. ყურადღება! ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები, ფოტო და ვიდეო მასალა არის Dragon Wood-ის ინტელექტუალური საკუთრება. აღნიშნული დაცულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება. დასაშვებია მხოლოდ პოსტების და ბმულების გაზიარება მეგობრებისთვის სოციალურ ქსელებში. პატივისცემით, Dragon Wood-ის ადმინისტრაცია.

View All

Pages (70)

  • ბიჭის საძინებლის კარადა | თანამედროვე დიზაინის კარადა

    ავეჯის დამზადება ბავშვის საძინებლის კარადა 6 ფოტო Dragon Wood 36 - 19 ავეჯის დამზადება | ბიჭის საძინებელი Show More ავეჯის კარკასის მასალა: STARWOOD თურქული მერქან ბურბუშელოვანი ფილა ( ე.წ ლამინატი დსპ ) DSP ​ ავეჯის ფასადის მასალა: STARWOOD თურქული და EGGER ავსტრიული მერქან ბურბუშელოვანი ფილა ( ე.წ ლამინატი დსპ ) DSP ​ მექანიზმები: იტალიური, ავსტრიული, თურქული ​ ავეჯის დამზადების დრო: 23 დღე ​ ავეჯის ფართობი: 5.2 კვ. ​ სამზარეულოს ზედაპირი: -------------- თანამედროვე დიზაინის ბავშვის ოთახის კარადა. დამზადებულია ხარისხიანი მასალით და მექანიზმებით. კარადაში არის გამოსაწევი თაროები ტელესკოპური ნელის დახურვის მექანიზმით ფეხსაცმელების დასალაგებლად. ყვითელი ავსტრიული ლამინატის დეკორი ანიჭებს კარადას გარკვეულ თანამედროვე სპორტულ სტილს.

  • ხის ფაქტურა სამზარეულოს ავეჯში ყოველთვის მომგებიანია

    ავეჯის დამზადება თანამედროვე სამზარეულო 10 ფოტო Dragon Wood 31 - 15 ავეჯის დამზადება | სამზარეულო Show More ავეჯის კარკასის მასალა: STARWOOD თურქული, KRONOSPAN ავსტრიული, მერქან ბურბუშელოვანი ფილა ( ე.წ ლამინატი დსპ ) DSP ​ ავეჯის ფასადის მასალა: STARWOOD თურქული მერქან ბოჭკოვანი ფილა ( ე.წ მდფ ) MDF ​ მექანიზმები: იტალიური, ავსტრიული, თურქული ​ ავეჯის დამზადების დრო: 23 დღე ​ ავეჯის ფართობი: 6 კვ. ​ სამზარეულოს ზედაპირი: KRONOSPAN ავსტრიული, მერქან ბურბუშელოვანი ფილა (ე.წ დსპ) DSP თანამედროვე სტილის სამზარეულო ახალგაზრდა ოჯახისთვის. გამოყენებულია კარის უსახელურო ტექნოლოგია. დაფრეზილი ფასადები 45 გრადუსით და ხარისხიანი გამომგდები მექანიზმები სამზარეულოს ხდის სასიამოვნო და კომფორტულ მოსახმარს. ​ თითო ასაწევ კარზე როგორც ყოველთვის 2 დგუშია გამოყენებული, ხოლო მისი სწორი დამონტაჯება პრაქტიკულად უვადოს ხდის მის მოხმარებას. ფასადების დაფრეზილი ნაწილი დამუშავებულია PVC წიბოთი. ​ სამზარეულოში დაყენებულია უჯრის ნელი დახურვის ტელესკოპური მექანიზმები. განსაკუთრებულ სიმყუდროვეს მატებს სამზარეულოში დამონტაჟებული საბოთლე მოდული ​ სამზარეულოში დამონტაჟებულია DRAGON WOOD -ის საფირმო პრემიუმ ხარისხის განათება.

  • აბაზანის ავეჯი | ნიჟარის კარადა | ხელსაბანის კარადა | Bathroom Furniture Photos

    ავეჯის დამზადება Dragon Wood - მა სპეციალურად თქვენთვის შეაგროვა ინტერნეტ სივრციდან, მოთხოვნადი და თანამდეროვე აბაზანის ავეჯის და კარადის ფოტოები. სხვადასხვა დიზაინის ნიჟარის კარადა. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოდ ჩვენი ფოტო კატალოგით ერთ სივრცეში. კატალოგში ფოტოების ჯამური რაოდენობა 192 ფოტო კატალოგი 1 - აბაზანის მაგიდა და კარადა 50 ფოტო 1/1 ფოტო კატალოგი 2 - აბაზანის ავეჯი | ნიჟარის კარადა ხელსაბანით. მაგიდა და კარადა 50 ფოტო 1/1 ფოტო კატალოგი 3 - აბაზანის მაგიდა, ავეჯი სხვადასხვა ინვენტარით. 50 ფოტო 1/1 ფოტო კატალოგი 4 - აბაზანის მაგიდა და კარადა 47 ფოტო 1/1

View All