ავეჯის დამზადება

ავეჯის დამზადება

ს ე რ ვ ი ს ი

   მე ვთანამშრომლობ ხოლოდ ხარისხიანი ნედლეულის, მასალის და მექანიზმების მწარმოებელ კომპანიებთან. ვებ-გვერდზე www.dragonwood.ge განთავსებულია ბრენდების სია, რომელთა პროდუქციასაც ვიყენებ ხშირ შემთხვევებში.

   ბოლო დროს განხორციელდა ვებ გვერდის განახლება. საიტზე შეიქმნა სპეციალური ავეჯის კატალოგი. რომელშიც ავეჯის სხვადასხვა მიმართულებებია წარმოდგენილი. მომხმარებელს ახლა უკვე ერთ სივრცეში შეეძლება აირჩიოს მისთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინი თუ სხვა ავეჯი. მაღალი ხარისხის ფოტოები და პუბლიკაციების დეტალური აღწერა, ხელს შეუწყობს მომხმარებლის სწორ ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ მისი ძვირფასი დროის ეკონომიასაც ნიშნავს.

ბლოგი ავეჯის შესახებ

   ყველაფერთან ერთად შეიქმნა Dragon Wood -ის ავეჯის ბლოგი. რომელშიც ასახული იქნება ავეჯთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია და მომხმარებლებთან ერთად განხილულია სხვადასხვა თემები. გადაღებული იქნება მრავალრიცხოვანი ვიდეო და ფოტო მასალაც.

   ავსტრიული მასალა, თურქული მასალა, შვეიცარიული მასალა, ევროპული მასალა, ყველა არის სერთიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.  ჩემს მიერ დამზადებული ავეჯი ყოველთვის ხარისხით და მომხმარებლისთვის მისაღები ფასით გამოირჩევა.

 

 

           Dragon Wood"

                 

                  ჩანაფიქრიდან - რეალობამდე

Предметы интерьера

4

ავეჯის შეკვეთით დამზადება მარტივია !

 ზოგადად ინდივიდუალური დიზაინით ავეჯის დამზადება მრავალ ეტაპობრივი და დროის მომთხოვნი პროცესია. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და კონკრეტულ მიდგომას მოითხოვს.​

 სატელეფონო კონსულტაციით ან პირადი შეხვედრით გაგესაუბრებით. თუ იქნება შესაძლებელი, ამ ეტაპზევე მიიღებთ ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

 თქვენთვის კომფორტულ დროს დაიგეგმება შეხვედრა ობიექტზე და განხორციელდება აზომვითი სამუშაოები. ამასთან ერთად გაგეწევათ სრული პროფესიონალური კონსულტაცია მასალებთან დაკავშირებით, სამზარეულოს და სხვა ავეჯის მექანიზმებთან დაკავშირებით. როგორი ჯობია თქვენთვის და როგორი პროექტი იქნება ოპტიმალური. ასევე გაგცემთ პასუხს ავეჯთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვაზე. ხელზე თან მაქვს დღესდღეობით ყველა არსებული მასალის ნიმუში. ადგილზევე შეგიძლიათ გაეცნოთ მომზადებულ ავეჯის კატალოგს. კომფორტული ზომის პლანშეტი სრულად მოგცემთ საშუალებას დაათვალიეროთ სხვადასხვა დიზაინის სამზარეულოს, საძინებლის და სხვა ავეჯის ფოტოები.

 შეირჩევა სასურველი მასალა და დადგინდება ავეჯის დამზადებისთვის მასალის ღირებულება. საჭიროების შემთხვევაში გამოგყვებით და დაგეხმარებით მასალის შერჩევაში და ფერის მორგებაში. შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით და დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით, შემოთავაზებული იქნება პროექტის საბოლოო ფასი, თუ რა თქმა უნდა აღნიშნული თავიდანვე არ იყო შესაძლებელი. დაიწყება 3D ტექნიკური დიზაინის პროექტის მომზადება. თქვენთან შეთანხმებით დაიხვეწება და ჩამოყალიბდება ავეჯი ისე, რომ თქვენ კმაყოფილი დარჩეთ. ინფორმაციის გაცვლა პროექტირების დროს ხდება ონლაინ რეჟიმში Viber, Skype, WhatsApp, Messenger, Facebook -ის საშუალებებით. ასეთი მიდგომა გიზოგავთ დროს და გაცილებით მოსახერხებელია დამკვეთისთვის. გაქვთ საკმარისი და თავისუფალი დრო რომ მოიფიქროთ და შეიტანოთ კორეკტივები თქვენ სამზარეულოს დიზაინში თუ სხვა ავეჯის შეკვეთის დროს. 

 შეკვეთის გარეშე ავეჯის პროექტირებისა და დიზაინის მომსახურება 150 ლარიდან იწყება. 3D ავეჯის თუ სამზარეულოს პროექტირების ფოტო ნიმუში და ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ნამუშევრების გალერეაში. 

 შეთანხმების შემდგომ გაფორმდება ხელშეკრულება, ჩარიცხული იქნება წინასწარი ავანსი, საერთო ღირებულების 70-80%. დამზადდება შეკვეთა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში.

 განხორციელდება დამზადებული შეკვეთის ტრანსპორტირება და მონტაჟი.

რა თქმა უნდა ყველა ჩამოთვლილ ეტაპში უამრავი კითხვა და მოულოდნელი შემთხვევა შეიძლება იყოს.

 

სწორედ ამიტომ ვარ თქვენს სამსახურში რათა ყველაზე რთული პროცესი, ვაქციო თქვენთვის სასიამოვნო და მარტივ მოვლენად.

1

2

3

4

дизайнер мебели
Dragon Wood planshet.jpg
რითი და როგორ ხდება აზომვის პროცესი ?

   თქვენთან მოვდივარ შემდეგი აღჭურვილობით:

საზომი ლენტით (რულეტკით), გონიოთი, ლაზერით, კატალოგის პრეზენტაციისთვის 8" პლანშეტით, საკანცელარიო ნივთებით და საავეჯე მასალების კატალოგებით.

აზომვის პროცესში კეთდება ტექნიკური ჩანახატი დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით.

 აქვე 8" დიუმიან პლანშეტში არის კატალოგი და შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ავეჯის ან სამზარეულოს დიზაინი.

 

შეძლებისდაგვარად ადგილზევე გადაწყდება და დადგინდება დასამზადებელი ავეჯის ფასი.

დამკვეთთან კომუნიკაცია

 გაგიწევთ ყველანაირ კონსულტაციას ავეჯის დამზადებასთან დაკავშირებით.

ვსაუბრობ გამართულად ქართულად, რუსულად და ინგლისურად.

 

მშვიდი და დაკვირვებული კომუნიკაციის გარემო ხელს შეგიწყობთ უკეთ ჩამოყალიბებაში.

ყურადღება!

ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები, ფოტო და ვიდეო მასალა არის ლაშა ლომიძის მიერ შექმნილი და მოპოვებული "Dragon Wood"-ისთვის. იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას. აღნიშნული დაცულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება. დასაშვებია მხოლოდ პოსტების და ბმულების გაზიარება მეგობრებისთვის სოციალურ ქსელებში.

                                                                                                                                                                                                                                       პატივისცემით, ლაშა ლომიძე