top of page
Search
Writer's pictureDragon Wood

ავეჯის დამზადება რა მასალით ხდება? გაიგე აქ!!

Updated: Mar 19, 2020

მასალები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ავეჯის ასაწყობად, დღესდღეობით იმდენად მრავალფე-როვანია, რომ მათი შერჩევა საკმაოდ რთულია, თუ ამ პროფესიით არ არის დაკავებული ადამიანი.

თითოეულმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს რისგან მზადდება მის მიერ შეკვეთილი სამზარეულო, კარადა, საწოლი და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ პატარა ინფორმატიულ სტატიას, რათა შეგექმნათ მცირედი წარმოდგენა მაინც არსებულის შესახებ.

შევთანხმდეთ, რომ ყველა მომხმარებელი ეძებს ავეჯს ხანგრძლივი ექსპლოატაციისთვის, ხარისხიანს, ეკოლოგიურად ჯანსაღს და ამასთანავე მისაღებ ფასად. რათქმაუნდა მასიური ხისგან დამზადებული ავეჯი გაცილებით მყარია და ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ მისი მაღალი ფასის გამო ხშირად გვიწევს ალტერნატიული მასალის ძიება, რომელიც ფერით და ფაქტურით დიდად არ ჩამოუვარდება ხეს და ამასთანავე მისი ფასი უფრო ხელმისაწვდომია უმრავლესობისთვის.


ავეჯის მასალების ძირითადი ტიპები:



1. მერქან ბურბუშელოვანი ფილა ე.წ. დსპ (DSP), რომელიც მზადდება ფისით გაჟღენთილი და დაპრესილი მერქანის ნახერხისა და ბურბუშელისაგან. ბაზარზე არსებობს ორი სახეობის დსპ: E1 და E2 კლასის.

მას აქვს დაბალი ფასი, მსუბუქი წონა და გამძლეობა, რამაც ეს მასალა სამზარეულოსა და ზოგადად სახლის ავეჯისთვის ძალიან პოპულარული გახადა.

ამ მასალის მინუსი არის მისი შემადგენლობა, კერძოდ დსპ დამზადებისას გამოყენებული ფორმალდეჰიდის ფისი, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ, E2 კლასის ფილები აკრძალულია საბავშვო ავეჯის წარმოებისთვის. E1 კლასის პროდუქტები მომხმარებლისთვის უსაფრთხდ ითვლება, მათში ყველა მავნე კომპონენტი მინიმუმამდეა დაყვანილი.




2. ლამინირებული დსპ -(DSP) ეს არის იგივე ფილები, რომელსაც დაკრული აქვს სპეციალური საფარი სხადასხვა ფერის, ნახატის და ფაქტურის იმიტაციით. ასეთი მასალა უფრო მდგრადია გარე ზემოქმედების , ტემპერატურის და მექანიკური დაზიანების მიმართ. ნაკლოვანებები - იგივე ფორმალდეჰიდის მავნე ფისების არსებობა და მასალის მყარი სტრუქტურის გამო მის დამუშავების დროს არაპლასტიურობა.



3. დვპ (DVP)- მერქნის ბოჭკოების ცხელი დაპრესვის მეთოდით მიღებული მასალაა. მის შემადგენლობასი შედის აგრეთვე პოლიმერები, წყალი, ცელულოზა და სხვადასხვა დანამატები. დვპ გამოყენების არეალი საკმაოდ მცირეა, ძირითადად უჯრების ფსკერებზე და ავეჯის ზურგის მასალად გამოიყენება. მისი ფასი საკმაოდ დაბალია, რაც ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის.



4. მდფ-ის (MDF) ფილა ხის ბოჭკოების მშრალი გზით შეკუმშვის შედეგად მზადდება. შემაერთებელი კომპონენტი მასალის წარმოებაში არის შარდოვანი ფისები. მდფ გამოირჩევა მაღალი ეკოლოგიური თვისებებით , ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდირებულია სხვადასხვა სახის ავეჯის დასამზადებლად. მასზე მუშაობა უფრო მარტივია და მასალის დრეკადობის გამო ადვილად იფრეზება.


ავეჯის თანამედროვე დიზაინში, მდფ (MDF) - ზე ეკვრება პოლივინიქლორიდი (პვს, PVC)- თერმოპლასტიური ფირი, რომელიც გარდა იმისა, რომ იცავს მასალას ნესტისგან, ორთქლისგან და სხვადასხვა სარეცხი საშუალებებისგან, ძალიან ლამაზია, გლუვია, პრიალა და ფერადი (გააჩნია ფერთა ფართო არჩევანი).

MDF– ის კიდევ ერთი უპირატესობა - წარმოების დროს, მავნე კომპონენტების გამოყენება რამდენჯერმე შემცირებულია, იზრდება გარემოსდაცვითი მაჩვენებელი. გარეგნულად მისი დამუშავების მაღალი ხარისხი ბევრად არ ჩამოუვარდება მასიურ ხის ვიზუალს და თვისებებს.

მასალა (MDF) წყალგაუმტარი და გამძლეა. მის ნაკლოვანებებს მოიცავს მაღალი ფასი და ადვილად აალებადი ფაქტურა. ასევე, MDF პროდუქტები არ ექვემდებარება აღდგენას, აუცილებელია დაზიანებული ნაწილების გამოცვლა.


5. ფანერა კონსტრუქციული, მრავალფენიანი, ქარხნული წესით დამზადებული ფურცლოვანი საშენი მასალაა. შედგება კენტი რაოდენობის შპონების თხელი ფენებისაგან. შპონები მზადდება არყის ხის ან სხვა წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან. ეს არის საკმაოდ სუფთა და უვნებელი მასალა, ადვილად დამუშავებადი და დაბალი ღირებულების მქონე.



6. შპონი - მერქნის (ბუნებრივი) ან სხვა მასალის (სინთეზური) თხელი ფირფიტები. ხასიათდება ლამაზი ტექსტურით. გამოიყენება სამზარეულოს, კარადის მაგიდის საწოლის და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობების წარმოებაში საფასადე მასალად. ამ მასალისგან მიღებულ პროდუქტებს აქვთ მაღალი დონის ესთეტიკა და შესანიშნავი შესრულების მახასიათებლები, ამიტომ ის ყველაზე პოპულარულია ავეჯის მწარმოებლებს შორის.

მას აქვს მიმზიდველი გარეგნობა, ასევე პრაქტიკულია და გამძლეა. მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ტენისადმი არამედეგია, ამიტომ შეეცადეთ თავიდან აიცილოთ დაშპონილი ნაწილის დასველებისაგან. დროულად გაწმინდეთ დაღვრილი წყალი ავეჯის ზედაპირიდან, შედეგად კი თქვენი ავეჯი მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს იდეალურ გარეგნობას და ფუნქციას.



7. სამზარეულოს ზედაპირი ე.წ. „სტალეშნიცა“ რამდენიმე სახეობის მასალისგან შეიძლება დაამზადოთ. მათ შორის არის: ე.წ. "ლამინატი" (მერქანბურბუშელოვან ფილაზე გადაკრული პლასტმასნარევი მასალა), ბუნებრივი ქვა, ნახევრადბუნებრივი ქვა და პლასტმასის შემცველი თანამედროვე მასალები.

სამზარეულოს ზედაპირისთვის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მასალაა ე.წ. "ლამინატი". მათი არჩევანი ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია. ასეთი ზედაპირი უძლეს როგორც ცხელ, ასევე ცივ ზემოქმედებას.სამზარეულოს ზედაპირისთვის ხშირად იყენებენ ბუნებრივ ქვებს, როგორიცაა მარმარილო, გრანიტი და ონიქსი. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მარმარილოსა და ონიქსის გამოყენება უკეთესია ბარის მაგიდის და არა სამზარეულოს ზედაპირისთვის.


ბუნებრივი ქვებიდან სამზარეულოს ზედაპირისთვის იდეალურია გრანიტი. შესაძლებელია მისი ამოჭრა და ნიჟარის ჩადგმა. ყოველდღიურ მოხმარებაში ძალიან პრაქტიკულია, ადვილად არ იკაწრება და არ ლაქავდ

მაგრამ სამზარეულოს ზედაპირისთვის ბუნებრივ ქვაზე უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი ნახევრადბუნებრივი ქვაა. ასეთია კვარცი, რომელიც გრანიტისგან განსხვავებით, არ იკაწრება და არც გრძელვანიადი მოხმარების პერიოდში ლაქავდება.

კვარცი ანტიბაქტერიული თვისებებითაც გამოირჩევა. მას იმდენად ვიწრო ფორები აქვს, რომ ბაქტერიები არ ჯდება. შესაბამისად, ის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვაა. კვარცი კარგად უძლებს სინესტესაც.


სამზარეულოს ზედაპირისთვის ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყეებენ პლასტმასის შემცვლელ თანამედროვე მასალებსაც, რომლებიც ტექნოლოგიური დამუშავების შედეგად ფორმას იცვლის. ფორმის ცვლილება შესაძლებელი ხდება პლასტმასნარევი მასის გაცხელების შედეგად.

ვიმედოვნებთ, რომ Dragon Wood -ის მიერ მოპოვებული მასალა თქვენთვის საინტერესო და ინფორმატიული იქნება.




ყურადღება!

 ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები, ფოტო და ვიდეო მასალა არის Dragon Wood-ის ინტელექტუალური საკუთრება. აღნიშნული დაცულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება.
დასაშვებია მხოლოდ პოსტების და ბმულების გაზიარება მეგობრებისთვის სოციალურ ქსელებში. 

პატივისცემით, 
Dragon Wood-ის ადმინისტრაცია.


14,805 views0 comments

Comments


bottom of page