+995 555 269 108
ავეჯის დამზადება
თანამედროვე სამზარეულო ვიტრინით 14 ფოტო
ავეჯის დამზადება | სამზარეულო
ავეჯის კარკასის მასალა: KRONOSPAN ავსტრიული, მერქან ბურბუშელოვანი ფილა ( ე.წ ლამინატი დსპ ) DSP და ესპანური ქარხნულად შეღებილი მერქან ბოჭკოვანი ფილა ( ე.წ მდფ ) MDF
ავეჯის ფასადის მასალა: ესპანური ქარხნულად შეღებილი მერქან ბოჭკოვანი ფილა ( ე.წ მდფ ) MDF. მომწოდებელი " იმერი "
მექანიზმები: იტალიური, ავსტრიული, თურქული
ავეჯის დამზადების დრო: 32 დღე
ავეჯის ფართობი: 14 კვ.
სამზარეულოს ზედაპირი: ხელოვნური ქვა
თანამედროვე დიზაინის და სტილის სამზარეულო. გამოყენებულია უსახელურო ტექნოლოგია. დაფრეზილია კარის ფასადები 45 გრადუსით და დამუშავებულია ზედაპირი PVC წიბოთი. დამონტაჟებულია უჯრის ტელესკოპური მექანიზმები ნელი დახურვით.
სამზარეულოში დაწიბოვებულია დაახლოვებით 95%. უჯრის მექანიზმი გათვლილია 15კგ-დე წონის დამატებით დატვირთვაზე. სამზარეულო არის ესტეტიურად ლამაზი და ამავდროულად ხარისხიანი. თითო ასაწევ კარზე დამონტაჯებულია 2 ძლიერი დგუში.
ესპანური ქარხნულად შეღებილი მერქან ბოჭკოვანი ფილა (ე.წ მდფ) MDF-ის ფასადები სხვა მასალასთან შედარებით საგრძნობლად მძიმეა და ამიტომ დიდი ყურადღება სჭირდება სამონტაჟო სამუშაოებს. ფასადები დაწიბოვებულია თავისივე ძვირადღირებული დიზაინერული წიბოთი.
სამზარეულოს განსაკუთრებით თვალშისაცემი ადგილია მისი ვიტრინის ზონა. აღნიშნული მოდული მთლიანად ფასადის მასალისგან არის აწყობილი და რა თქმა უნდა გამოყენებულია ნაწრთობი შუშა, რომელიჩ არის ორმხრივი ვიზუალური დაფარვით. ასევე შიგნით განთავსებულია განათებაც.
სამზარეულოში დამონტაჟებულია DRAGON WOOD -ის საფირმო პრემიუმ ხარისხის განათება.