+995 555 269 108
ავეჯის დამზადება
თანამედროვე სამზარეულო ვიტრინით 12 ფოტო
ავეჯის კარკასის მასალა: STARWOOD თურქული მერქან ბურბუშელოვანი
ფილა ( ე.წ ლამინატი დსპ ) DSP
ავეჯის ფასადის მასალა: AGT თურქული და STARWOOD თურქული
მერქან ბოჭკოვანი ფილა ( ე.წ მდფ ) MDF
მექანიზმები: იტალიური, ავსტრიული, თურქული
ავეჯის დამზადების დრო: 24 დღე
ავეჯის ფართობი: 11 კვ.
სამზარეულოს ზედაპირი: -----------------
შეკვეთით დამზადებული სამზარეულო თუ სხვა ნებისმიერი ავეჯი, ყოველთვის გამორჩეული და ექსკლუზიურია. სამზარეულოში გამოყენებულია ახალი ტიპის მასალა შავი ორნამენტით. სამზარეულოს ასევე უხდება ხის ფაქტურის ელემენტები. ამ შემთხვევაში არის დამზადებული საბოთლე რომბისებული ფორმით.
საბოთლის ყველა დეტალი ყურადრებით არის დამუშავებული და დიდი სიზუსტით აწყობილი. რადგან საბოლოოდ ისეთი შედეგი იქნას მიღებული, რომელიც დამკვეთს გააოცებს და სტუმრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული თემა იქნება სასაუბროდ.
ასევე გამოყენებულია სპილოს ძვლის ფერი ე.წ ბიანკო. ეს ფერი მომხმარებლის დიდმა რიცხვმა შეიყვარა. რადგან ძალიან ნეიტრალური ფერია და თითქმის ყველაფერს შეიძლება შეეხამოს.
გამოყენებულია უსახელურო ტექნოლოგია. რაც გულისხმობს სახელურისთვის ადგილის ფრეზვას კარზე. 45 გრადუსით ხორციელდება და შემდგომში მუშავდება PVC წიბოთი.
სამზარეულოში დამონტაჯებულია უჯრის გამოსახსნელი მექანიზმები. ტელესკოპური ნელი დახურვით.