+995 555 269 108
ავეჯის დამზადება
თანამედროვე სამზარეულო 5 ფოტო
ავეჯის დამზადება | სამზარეულო
ავეჯის კარკასის მასალა: EGGER ავსტრიული მერქან ბურბუშელოვანი
ფილა ( ე.წ ლამინატი დსპ ) DSP
ავეჯის ფასადის მასალა: EGGER ავსტრიული მერქან ბურბუშელოვანი ფილა ( ე.წ ლამინატი დსპ ) DSP და STARWOOD - Detroit თურქული
მექანიზმები: იტალიური, ავსტრიული, თურქული
ავეჯის დამზადების დრო: 26 სამუშაო დღე
ავეჯის ფართობი: 8 კვ.
სამზარეულოს ზედაპირი: EGGER ავსტრიული მერქან
ბურბუშელოვანი ფილა
თანამედროვე დიზაინის და სტილის სამზარეულო. გამოყენებულია უსახელურო ტექნოლოგია. დაფრეზილია კარის ფასადები 45 გრადუსით და დამუშავებულია ზედაპირი PVC წიბოთი. სამზარეულოს ხის ფაქტურიანი შუა ნაწილის ფასადები ისეა დაჭრილი, რომ მათი ორნამენტი ერთმანეთის მიყოლებით არის ზუსტად განლაგებული და ულამაზესი ხის ფაქტურის მოხაზულობა არ წყდება.
სამზარეულოში არის ჩაშენებული შემდეგი ტექნიკა: მაცივარი, გაზქურა, ღუმელი, გამწოვი. მიკროტალღოვანი ღუმელისთვის განცალკევებით შეირჩა ადგილი.
სამზარეულოში არის დამაგრებული გვერდიგვერდ 2 საბოთლე მექანიზმი, რომლებიც ნელი დახურვის პრინციპით მუშაობს. ყველა გამოსახსნელი უჯრა არის ნელი დახურვით . ზედა კარზე დამაგრებულია გამომგდები მექანიზმები. სამზარეულოს ე.წ. " ფართუკად " ასევე არის გამოყენებული ხის ორნამენტიანი მასალა. "STARWOOD" - Detroit თურქული. სამზარეულოში კარის და უჯრის მექანიზმი ნელი დახურვით არის.